პრაქტიკული სახელმძღვანელო შრომის ინსპექტორებისათვის

სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და დაავადებების გამოძიება

წინამდებარე სახელმძღვანელო ინსპექტორებს აწვდის ინფორმაციას ეფექტური გამოძიების მნიშვნელობის შესახებ და ასევე გამოძიების წარმართვის მეთოდოლოგიისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების შესახებ.

წინამდებარე სახელმძღვანელო გამიზნულია იმისთვის, რომ შრომის ინსპექტორებს განუვითაროს აუცილებელი უნარები სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების, დაავადებებისა და სხვა არასასურველი მოვლენების (როგორებიცაა საშიში ან დაუდევრობით გამოწვეული შემთხვევები) ეფექტური გამოძიებისათვის, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაქმებულთა, მათი ოჯახის წევრების ან საზოგადოების წარმამადგენლების დაზიანება. უნდა გვახსოვდეს, რომ სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევები, დაავადებები და სხვა არასასურველი მოვლენები შეიძლება თვიდან იქნან აცილებულნი. გამოძიება არა მხოლოდ დაადგენს მათ გამომწვევ მიზეზებს, არამედ იმასაც, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო მათი თავიდან აცილებისათვის.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას სჯერა, რომ არსებობს გამოძიების წარმართვის მრავალი მეთოდი, მაგრამ სწორედ აქ წარმოდგენილი მეთოდოლოგია აძლევს ინსპექტორებს საშუალებას დაადგინონ უშუალო და ძირითადი გამომწვევი მიზეზები. თავის მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ინსპექტორებს, დაეხმარონ დამსაქმებლებს, კომპანიებსა და დასაქმებულთა წარმომადგენლებს, მოახდინონ რისკის მართვის/პრევენციის შესაბამისი ზომების იდენტიფიცირება, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს გამოძიების ქვეშ მყოფი მოვლენა და, შესაბამისად, გააუმჯობესონ სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სისტემა.